განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 8-9 ოქტომბერს, თბილისში, სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“, გაიმართა ყოველწლიური კონფერენცია „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფა“.
კონფერენციაზე, თემაზე — „უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამების შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა“, მოხსენებით წარდგა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი მერაბ ხოხობაია.


